კობა ქარუმიძემ ლას ვეგასში მიმდინარე ბერძნულ-რომაული ჭიდაობის 23-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს პირველი ოქროს მედალი მოუტანა.
ქარუმიძემ 55 კგ. წონითი კატეგორია 1/8 ფინალიდან დაიწყო და ფინალამდე დამაჯერებლად მივიდა. მსოფლიო ჩემპიონობისთვის კი ინდოელ ვიშვაიიტ მორეს შეხვდა და 13:12 დაამარცხა.
შედეგად, კობა ქარუმიძემ, ოქროს მედალთან ერთად, მსოფლიო ჩემპიონის წოდება მოიპოვა.
ჩვენმა გუნდმა ტურნირზე კიდევ ორი მედალი აიღო - ანრი ფუტკარაძე (77 კგ.) და თორნიკე მიქელაძე (82 კგ.) ბრინჯაოს პრიზიორები გახდნენ.
ფოტო: საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია