პორტუგალიაში გამართულ ტრიატლის, ბიატლისა და ლაზერული სირბილის მსოფლიოს ჩემპიონატზე ვახტანგ კანკიამ საპრიზო ადგილი დაიკავა.
17-წლამდელთა კატეგორიაში, კანკიამ ბიატლის სამივე მონაკვეთი თანმიმდევრულად შეასრულა: 800 მეტრი სირბილი, 200 მეტრი ღია წყალში ცურვა და 800 მეტრი სირბილი.
დისტანცია ჯამში 8 წუთსა და 25.50 წამში დაფარა, რაც მე-3 შედეგი აღმოჩნდა და ქართველმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.