ფერან ტორესს სურს, საკუთარი მომავალი ოთხშაბათამდე, 12 აგვისტომდე გადაწყვიტოს, სწორედ ამ დღეს უნდა შეუერთდეს ის ბარსელონას ვარჯიშებს.
ჟურნალისტ მატეო მორეტოს ცნობით, უახლოეს საათებში მოსალოდნელია, რომ პარი სენ-ჟერმენი ბარსელონას ოფიციალურ წერილობით შეთავაზებას გაუგზავნის. თავად ფეხბურთელმა კი ფრანგულ კლუბთან შეთანხმებას უკვე მიაღწია.
„რაც შეეხება ფერან ტორესსა და ბარსელონას, ამ მომენტისთვის ბარსას პარი სენ-ჟერმენისგან ჯერ კიდევ არ მიუღია ოფიციალური შეთავაზება.
ვრცელდებოდა ინფორმაცია 50 ან 60 მილიონი ევროს ოდენობის შეთავაზებების შესახებ, თუმცა პსჟ-მ ბარსელონას მხოლოდ ის აცნობა, რომ ფერანის ტრანსფერზე მუშაობის გაგრძელება სურს და თავად ფეხბურთელთან შეთანხმება უკვე მიღწეული აქვს. მათ ჯერ კიდევ უნდა წარადგინონ ოფიციალური შეთავაზება ფერან ტორესის სანაცვლოდ.
ასე რომ, დაველოდოთ. როგორც კი ოფიციალური შეთავაზება იქნება, პსჟ-სა და ბარსელონას შორის ფერან ტორესის ტრანსფერზე მოლაპარაკებები გაგრძელდება.
თუმცა, ამ შემთხვევაშიც ყველაფერი ძალიან მკაფიო მიმართულებით მიდის. რატომ? იმიტომ, რომ ფერანს პარი სენ-ჟერმენში გადასვლა სურს, ხოლო ბარსელონას არ აქვს განზრახული, ფეხბურთელი კლუბში დარჩენას აიძულოს. სწორედ ამ მიმართულებით ვითარდება მოვლენები.“ - განაცხადა ფაბრიციო რომანომ.