ლივერპულმა პარი სენ-ჟერმენთან ბრედლი ბარკოლას ტრანსფერზე პრინციპულ შეთანხმებას მიაღწია.
The Athletic-ის ჟურნალისტ დევიდ ორნშტეინის ინფორმაციით, ტრანსფერის საერთო ღირებულება დაახლოებით 120 მილიონი ფუნტი იქნება, საიდანაც 100 მილიონ ფუნტზე მეტი გარანტირებული თანხაა.
ევროებში კი საბოლოო ჯამში, პსჟ-სთვის ტრანსფერის საერთო ღირებულებამ შესაძლოა 140 მილიონ ევროს მიაღწიოს.
შეგახსენებთ, რომ გასულ ზაფხულს ლივერპულმა ალექსანდერ ისაკში ნიუკასლს 145 მილიონი ევრო გადაუხადა, ფლორიან ვირცის სანაცვლოდ ლევერკუზენს კი - 125 მილიონი ევრო.
ბარკოლას პსჟ-სთან კონტრაქტის ამოწურვამდე ორი წელი რჩება, თუმცა მან ნათლად დააფიქსირა, რომ ევროპის ჩემპიონებთან ხელშეკრულების გახანგრძლივება არ სურს. შესაბამისად, ფრანგი კარიერას პრემიერ ლიგაში გააგრძელებს.