საკლუბო მუნდიალის მოგებით ჩელსიმ საკმაოდ სოლიდური თანხა გამოიმუშავა.
ფინალში ლონდონურმა კლუბმა პარი სენ-ჟერმენი 3:0 გაანადგურა და ტიტულს დაეუფლა.
ამ ტურნირზე ჩელსიმ 7 მატჩი ჩაატარა და საბოლოო ჯამში 120 მილიონ დოლარამდე გამოიმუშავა.
ტურნირის საერთო საპრიზო ფონდი 1 მილიარდ დოლარამდე იყო, საიდანაც ყველაზე მეტი ლოგიკურად გამარჯვებულს ერგო.