ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ჩელსი თავდაჯერებას ინარჩუნებს, რომ იორელ ჰატოსა და ჩავი სიმონსს დაიმატებს.
ლონდონელები აიაქსთან მოლაპარაკებებს აგრძელებენ მას შემდეგ, რაც კლუბმა 19 წლის ჰატოსთან გასულ კვირას სრულ შეთანხმებას მიაღწია.
The Athletic-ის ჟურნალისტის დევიდ ორნშტეინის ცნობით, ჩელისა და აიაქსს შორის შეთანხმება ჯერ არ არის, თუმცა კომპრომისი სავარაუდოდ 40 მილიონ ევროზე შედგება.
რაც შეეხება ჩავი სიმონსს, მას ჩელსიში გადასვლა სურს და ლაიფციგთანაც მოლაპარაკებები სატრანსფერო თანხასთან დაკავშირებით მიმდინარეობს.
ნიდერლანდელი ნახევარმცველი სავარაუდო სატრანსფერო ფასად კი 70 მილიონი ევრო სახელდება.