გამოცემა The Athletic-მა დაწვრილებით გამოაქვეყნა ციფრები, რომელსაც ვინისიუსი რეალისგან ახალი კონტრაქტით ითხოვს.
მხარეებს შორის მოლაპარაკებები კვლავ ჩიხშია შესული - ვინის კონტრაქტი 2027 წლამდეა გაფორმებული და სრულიად შესაძლებელია, ბოლო წელში ფეხბურთელმა ისე შეაბიჯოს, რომ ახალი ხელშეკრულება გაფორმებული სულაც არ იყოს.
როგორც ზემოთხსენებული წყარო იტყობინება, ვინისიუსის წლიური ხელფასი რეალში ამჟამად 18 მილიონი ევროა.
კლუბმა ფეხბურთელის აგენტს კონტრაქტის გახანგრძლივება და ხელფასის 20 მილიონ ევრომდე მომატება შესთავაზა, თუმცა უარი მიიღო.
ბრაზილიელის მხარე კლუბს ჯამურად 30 მილიონს ითხოვს, რაშიც შედის ფიქსირებული ხელფასი, ბონუსები და კონტრაქტის გახანგრძლივების ერთჯერადი ბონუსი.
თუ რომელიმე მხარე დათმობაზე არ წავიდა, ასეთი მოთხოვნებით შეთანხმების მიღწევა ძალიან რთული იქნება.