რეალის და საფრანგეთის ნაკრების ექს-მცველმა, რაფა ვარანმა, ისაუბრა ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე, რომელიც 18 წლის ასაკში რეალში გადასვლას მოჰყვა.
- პირველად ფსიქოლოგიური პრობლემები როდის დაგეწყოთ?
რეალში გადასვლის შემდეგ. 18 წლის ვიყავი, მოზარდის პერიოდი თითქმის არ მქონია. მარტოსული დავრჩი, სულ ვვარჯიშობდი და თითქმის არ ვთამაშობდი. ვგრძნობდი, რომ ჩემი ოცნება ხელიდან მივარდება. მოედანზე მთლიანად კონცენტრირებული ვიყავი, მაგრამ სახლში დაბრუნებისთანავე დეპრესია ბრუნდებოდა. არაფერი აღარ მიხაროდა.
- ვერავის ვერ ელაპარაკებოდით ამაზე?
ვერა, ჩემთვის ეს იყო ფასი, რომლის გადახდაც მიწევდა. მეგონა, რომ წარმატების გზაზე ეს აუცილებლად უნდა გამევლო. როცა კარიერის პირველ ნაბიჯებს ვდგამდი, საკუთარ თავს სულ ვეკითხებოდი - სწორად მოვიქეცი აქ მოსვლით? წასვლა ხომ არ აჯობებს? უნდა დაველაპარაკო თუ არა ამაზე ვინმეს? მარტოსულობაში გავიჭედე და ვგრძნობდი, რომ ყველაფერი იმსხვრევა."