გერმანული მედია ლუკა ლოჩოშვილსა და კიოლნის გამოწვევებზე წერს.
ზაფხულში ნიურნბერგიდან გერმანიის ბუნდესლიგის კიოლნში გადაბარგებული ლუკა ლოჩოშვილისთვის სეზონის სტარტი საკმაოდ საპასუხისმგებლო და რთული გამოდგა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების 28 წლის ცენტრალურ მცველს მთავარი მწვრთნელის, რენე ვაგნერისგან სრული ნდობა აქვს და სასტარტო შემადგენლობაშიც სტაბილურად თამაშობს, თუმცა გუნდის მთავარ სატკივრად დაცვის ხაზის არასტაბილურობა და კარის მშრალად შენახვის უუნარობა რჩება.
გერმანული გამოცემა come-on-fc.com ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ კიოლნს ოფიციალურ შეხვედრაში გოლი 30 იანვრის შემდეგ არ გაუშვია. უკვე ზედიზედ 20 ოფიციალური მატჩია, რაც გუნდი კარს მშრალად ვერ ინახავს.
თუკი რენე ვაგნერის გუნდი მომდევნო ტურებში, აინტრახტსა და შალკესთან შეხვედრებშიც გაუშვებს გოლს, კლუბის ისტორიულ ანტირეკორდს (21 მატჩი) გაიმეორებს.
სტატიაში აღნიშნულია, რომ ქართველ ცენტრალურ მცველს ბუნდესლიგის უმაღლეს დონესთან ადაპტაციისას გარკვეული სირთულეები შეექმნა (განსაკუთრებით შტუტგარტთან 1:4 წაგებულ მატჩში), თუმცა ამავდროულად ხაზგასმულია მისი ძლიერი მხარეებიც:
28 წლის ფეხბურთელს აქვს ის ღირსებები, რომლებიც გუნდს მანამდე აკლდა. შთამბეჭდავი სიმაღლის (1.92 სმ) მქონე მცველი დამაჯერებლად თამაშობს თავით და სტანდარტული მდგომარეობების გათამაშებისას, შეტევაში მყოფი, საფრთხეს უქმნის მეტოქე გუნდების კარებს.
5 ტურის შემდეგ კიოლნს 7 ქულა აქვს და მე-10 პოზიციაზე იმყოფება, ხოლო აინტრახტთან გასვლით შეხვედრას 16 ოქტომბერს გამართავს.