ფიფამ ჯანი ინფანტინოს მიმართ სრული მხარდაჭერა გამოხატა, თუმცა ინგლისის ფეხბურთის ასოციაცია თავის პოზიციაზე მაინც მყარად დგას და მიიჩნევს, რომ ინფანტინო ორგანიზაციის სათავეში აღარ უნდა იყოს.
მაროკოში გამართული კრიზისული შეხვედრის შემდეგ, სადაც ფიფამ მსოფლიო ჩემპიონატის კერძო ინვესტორებისთვის მიყიდვის გეგმასთან დაკავშირებული შეცდომები აღიარა, ინფანტინოს ოპონენტების უკმაყოფილება კიდევ უფრო გაიზარდა.
ინგლისის, უელსის, სერბეთის, შვედეთისა და ფინეთის ფეხბურთის ასოციაციები ღიად უპირისპირდებიან პრეზიდენტს და მის ხელახალ არჩევას მხარს არ უჭერენ. უფრო მეტიც, ფიფას საბჭოს წევრები გეგმავენ, საჭიროების შემთხვევაში ინფანტინოსთან შეხვედრა მოითხოვონ.
ვითარებას ისიც ართულებს, რომ იორდანიის ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტმა, პრინცმა ალი ბინ ალ ჰუსეინმა ფიფა შანტაჟში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ორგანიზაცია ფინანსურ დახმარებას ჰპირდებოდა მათ, ვინც ინფანტინოს მხარს დაუჭერდა.
მიუხედავად მზარდი წნეხისა და უეფას მკაცრი პოზიციისა, ინფანტინო პოსტის დატოვებას არ აპირებს.