ჯანი ინფანტინოსა და ფიფას გარშემო ახალი სკანდალი და კრიტიკის ტალღა აგორდა.
ორგანიზაციის მიერ მაროკოში გამართული შეხვედრის შემდეგ, ინფანტინომ და გენერალურმა მდივანმა მატის გრაფსტრომმა ერთობლივი წერილი გამოაქვეყნეს, რომელმაც ფეხბურთის სამყაროში დიდი უკმაყოფილება გამოიწვია.
კრიტიკოსები თვლიან, რომ წერილი სრულიად რეალობასაა აცდენილი. ნაწყვეტი წერილიდან:
ფიფას უმაღლესი ხელმძღვანელობა სრულად დარწმუნებულია, რომ დღევანდელი შეხვედრა ორგანიზაციის მიმართ ნდობის აღდგენას შეუწყობს ხელს.
კრიტიკის მთავარი მიზეზი ის ფარული და სკანდალური გეგმებია, რომლებიც ფიფამ წევრთა ასოციაციებისა და ფეხბურთის საზოგადოების გვერდის ავლით წამოიწყო (მათ შორის მსოფლიო ჩემპიონატის გაყიდვის მცდელობები).
მიუხედავად იმისა, რომ ინფანტინომ გარკვეული შეცდომები აღიარა, მან ორგანიზაციის კრიტიკა „თავდასხმად“ შეაფასა და განაცხადა, რომ ფიფა „აღარ მოითმენს რაიმე სახის შეტევას მის რეპუტაციაზე“. მედიაში ინფანტინოს ეს მიდგომა დონალდ ტრამპის პოლიტიკურ სტილს შეადარეს, სადაც ის თავადვე პოზიციონირებს დაზარალებულის როლში.