ბრაზილიის ნაკრები მუნდიალის მერვედფინალიდან ნორვეგიასთან სენსაციური მარცხით (1-2) გამოვარდა.
მატჩის მთავარი სკანდალი 0:0-ზე გაფუჭებული პენალტი გახდა. მოულოდნელად, ბურთი ვინისიუს ჯუნიორის ნაცვლად ბრუნო გიმარაესმა აიღო და მისი დარტყმული მეკარემ მოიგერია.
ვინისიუსმა მატჩის შემდეგ პირდაპირ განაცხადა, რომ ეს მისი გადაწყვეტილება არ ყოფილა:
რატომ არ დავარტყი პენალტი? იმიტომ, რომ ეს მწვრთნელის გადაწყვეტილება იყო. მე პასუხისმგებლობას არასოდეს გავურბივარ. რეალში, როცა მწვრთნელი მთხოვდა, ყოველთვის მე ვურტყამდი. აქ კი მიღებულ გადაწყვეტილებას დავემორჩილე. ეს აჩვენებს, რომ ეგოისტურად არ მოვქცეულვარ და პროჟექტორების შუქს არ ვეძებდი
მადრიდის რეალის ვარსკვლავმა მხარდაჭერა გამოუცხადა გუნდის მთავარ მწვრთნელ კარლო ანჩელოტის და იმედი გამოთქვა, რომ ეს შეცდომა თანაგუნდელის კარიერას არ დაასამარებს:
იმედი მაქვს, ბრუნო გიმარაესის კარიერა ბრაზილიის ნაკრებში ამ შეცდომით არ შეილახება. ანჩელოტი კი არის მწვრთნელი, რომელიც უდიდეს თავდაჯერებულობას მანიჭებს
ბრაზილიის ნაკრებისთვის ეს მორიგი მძიმე დარტყმაა, ქვეყანა უკვე ორ ათწლეულზე მეტია მუნდიალის მოგებას ვერ ახერხებს. ვინისიუსმა გულშემატკივრებს ბოდიში მოუხადა:
უნდა გავაგრძელოთ გზა. მხოლოდ ბოდიშის მოხდა შემიძლია ჩვენი ფანებისთვის, რომლებსაც ყოველთვის სჯეროდათ ჩვენი. უდიდესი იმედგაცრუებაა, რადგან ნაკრებს დიდი ხანია არაფერი მოუგია. ჩვენ, ახალგაზრდა ფეხბურთელები, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ბრაზილია მწვერვალზე დავაბრუნოთ