apeople-ს ოფისში ვიზიტისას ფაბრიციო რომანოს გიორგი მიქაუტაძის მონაკოში არშემდგარ ტრანსფერზე ვკითხეთ.
გასულ ზაფხულს ქართველი ფორვარდი მონაკოში გადასვლასთან იყო ახლოს, თუმცა საბოლოოდ ლიონში გადავიდა.
- გასულ ზაფხულს ჟორჟის მონაკოში Here We Go გვქონდა, თუმცა საბოლოოდ, ტრანსფერი არ შედგა. რა მოხდა ამ ტრანსფერის ამბებზე?
„სატრანსფერო სამყარო მოულოდნელობებით არის სავსე. Here We Go არ ნიშნავს რომ ტრანსფერი 100% დახურულია, ყველაფერი შეიძლება მოხდეს, ყოველთვის არის შანსი რომ ტრანსფერი არ შედგეს.
შესაძლებელია, რომ მწვრთნელთან არ გამოუვიდა სწორი კომუნიკაცია. მითუმეტეს, რომ მონაკოში სხვა ფორვარდებსაც უჭირთ თავის გამოჩენა - იგივე ბალოგუნი, რომელიც არსენალიდან იყიდეს. უფრო მეტად თავს ვინგერები იჩენენ ხოლმე.
Here We Go უფრო სიტყვიერ შეთანხმებას გულისხმობს და არა ტრანსფერის 100% დახურვას." - აღნიშნა იტალიელმა ჟურნალისტმა.