ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველომ პირველი მედალი მოიპოვა.
ბერძნულ-რომაული სტილით -55 კგ. წონით კატეგორიაში მსოფლიო ჩემპიონი 18 წლის ვახტანგ ლოლუა გახდა.
ლოლუამ 1/8 ფინალში ჩინელი ჰუოინგ ში 9-1 დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გავიდა, სადაც რუმინელ დენის მიჰაის 3-2 სძლია.
ქართველის მეტოქე ნახევარფინალში თურქი მუჰამეთ ემინ ჩაქირი იყო, რომელსაც ლოლუამ დაძაბულ ბრძოლაში მოუგო და ფინალში გავიდა.
ფინალში 18 წლის ვახტანგი ირანელ პაიამ აჰმადის დაუპირისპირდა და ასევე დაძაბულ ბრძოლაში 9-7 დაამარცხა.
თავისუფალი სტილით ჭიდაობაში საქართველო უმედლოდ დარჩა, ბერძნულ-რომაულში კი ლოლუამ ქვეყანას პირველივე წონაში ოქროს მედალი მოუპოვა.