19 სექტემბერს, aPeople-ის ოფისში, ფაბრიციო რომანომ სპორტული მედიის წარმომადგენლებს ვორქშოფი ჩაუტარა.
მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა სპორტულმა ჟურნალისტმა ისაუბრა ინფორმაციის მოძიებისა და გავრცელების მისეულ ტექნიკაზე, როგორ აყალიბებს ურთიერთობებს საფეხბურთო კლუბებთან, მენეჯერებთან და ფეხბურთელებთან.
ასევე, ისაუბრა იმაზე, თუ როგორ იცვლება ინფორმაციის გავრცელების გზები ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად და რა მნიშვნელობა აქვს გადამოწმებული ამბების გავრცელებას, სანდოობის მოპოვების პროცესში.
ფაბრიციო რომანომ ქართველი სპორტული ჟურნალისტების შეკითხვებსაც უპასუხა.
დღის ბოლოს, ფაბრიციო რომანო პანელური დისკუსიის ფორმატში გულშემატკივარს შეხვდება და ისაუბრებს ქართველი ფეხბურთელების ბოლოდროინდელ წარმატებულ ტრანსფერებზე, 2025 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის მთავარ ინსაიდებზე, ჩაშლილ ტრანსფერებზე და საქართველოს ეროვნული ნაკრების ბოლოდროინდელ წარმატებაზე.
შეხვედრაზე დასასწრები ბილეთები Tkt.ge-ის პლატფორმაზე გაიყიდება.

