ესპანეთის ნაკრების მცველმა ემერიკ ლაპორტამ მსოფლიო თასის ფინალის წინ პირდაპირ განაცხადა, რომ არგენტინა ისეთი გუნდია, რომელსაც „მეტოქეების მიზანმიმართულად ტრავმირება და მინდორზე კვალის დატოვება უყვარს“.
მადრიდის რეალისა და ბარსელონას ვარსკვლავებით დაკომპლექტებული ესპანეთი კვირას ნიუ-იორკში მოქმედ ჩემპიონს დაუპირისპირდება, თუმცა მატჩის წინ მთავარი განხილვის თემა სამხრეთამერიკელთა აგრესიული სტილია.
არგენტინელებმა ნახევარფინალში ინგლისთან 15 ფოლი ჩაიდინეს. მე-3 წუთზე ენცო ფერნანდესმა მეტოქეს კისერში ჩაარტყა ხელი, თუმცა მსაჯს ყვითელი ბარათიც არ უჩვენებია.
მსაჯის მოვალეობაა, თამაში კონტროლიდან არ გაექცეს. თუ ერთ ან ორ მოთამაშეს ამის უფლებას მისცემენ, მოედანზე ქაოსი დაიწყება. ბოლო მატჩებში ისეთი რამეები ვნახეთ არგენტინის შესრულებით, რამაც ძალიან გაგვაკვირვა. ესპანეთის ნაკრებს უხეშობის არ ეშინია, მაგრამ ფეხბურთში ასეთი ქცევა, მით უმეტეს დიდ ტურნირებზე, არ უნდა დაიშვას, რადგან ეს მეტოქეს აბრაზებს და წყობიდან გამოჰყავს
ამავდროულად, ესპანელთა მთავარი მწვრთნელი ლუის დე ლა ფუენტე და კაპიტანი როდრი ბევრად დიპლომატიურები აღმოჩნდნენ და განაცხადეს, რომ პროვოკაციებს არ აჰყვებიან. მათ ასევე დაადასტურეს, რომ 19 წლის ლამინ იამალი სრულიად ჯანმრთელია და ფინალისთვის ემზადება.