დღეს საღამოს, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის პირველ მატჩში, ვინისიუს ჟუნიორი და ფედერიკო ვალვერდე მზად არიან რეალ მადრიდის სასტარტო შემადგენლობაში დასაბრუნებლად.
ვალვერდემ გასულ უქმეებზე მალიორკასთან მარცხი (2:1) დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვა, რაც ატლეტიკო მადრიდთან მოგებულ შეხვედრაში მიღებულმა წითელმა ბარათმა გამოიწვია. რაც შეეხება ვინისიუსს, ის ესტადი დე სონ მოიშზე ნაწილობრივ დაასვენეს - ბრაზილიელი სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო, როდესაც მანუელ ანხელ მორანი შეცვალა.
მოსალოდნელია, რომ სანტიაგო ბერნაბეუზე ორივე მათგანი ძირითადში იქნება, მორანი და ბრაჰიმ დიასი კი სკამზე გადაინაცვლებენ. ჯუდ ბელინგემი მზადაა სათამაშოდ კუნთის ტრავმის შემდეგ, თუმცა შესაძლოა მანაც სათადარიგოდან დაიწყოს, რადგან ნახევარდაცვის ცენტრში ტიაგო პიტარჩისა და ორელიენ ჩუამენის წყვილი განიხილება.
ტრავმების გამო ორივე მატჩს გამოტოვებენ ტიბო კურტუა და როდრიგო, ფერლან მენდი გუნდურ განაცხადში ვერ მოხვდა, დანი სებალიოსი სიაშია, თუმცა მისი მონაწილეობა საეჭვოა, მიუხედავად იმისა, რომ მან ვარჯიშში მონაწილეობა მიიღეს.
სიახლეები ბაიერნი მიუნხენის ბანაკში
ბაიერნი ესპანეთში ჰარი კეინთან ერთად გაემგზავრა. ინგლისელმა ფორვარდმა, რომელსაც ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში 10 გოლი აქვს გატანილი, ორშაბათ დილას გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ივარჯიშა. კეინმა ფრაიბურგთან მატჩი კოჭის პრობლემის გამო გამოტოვა, რის გამოც მანამდე ინგლისის ნაკრების იაპონიასთან მარცხსაც თვალი ტრიბუნებიდან ადევნა.
მოსალოდნელია, რომ კეინი შეტევის წინა ხაზზე იქნება, მას კი ზურგს მაიკლ ოლისე, სერჟ გნაბრი და ლუის დიასი გაუმაგრებენ. მანუელ ნოიერი, ჯამალ მუსიალა და ალფონსო დეივისი ფორმაში არიან ატალანტასთან გამარჯვების შემდეგ, თუმცა ისინი, სავარაუდოდ, სათადარიგოში იქნება.
სავარაუდო შემადგენლობები
რეალ მადრიდი (4-4-2):
ლუნინი; ალექსანდერ-არნოლდი, რუდიგერი, ჰუისენი, კარერასი; ვალვერდე, პიტარქი, ჩუამენი, არდა გიულერი; მბაპე, ვინისიუს ჟუნიორი.
საეჭვო: სებალიოსი
ტრავმირებული: კურტუა, როდრიგო
ბაიერნი (4-2-3-1):
ნოიერი; სტანიშიჩი, ტა, უპამეკანო, ლაიმერი; კიმიხი, პავლოვიჩი; ოლისე, გნაბრი, დიასი; კეინი.
საეჭვო: კეინი
დრო და თარიღი: სამშაბათი, 7 აპრილი, 2026 წელი. 23:00 (თბილისის დროით).
სტადიონი: სანტიაგო ბერნაბეუ.