• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

სპორტის გურუ

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
საქართველოზე, მუნდიალზე, კვარაცხელიაზე - ვილი სანიოლის ინტერვიუ
ფეხბურთიფეხბურთი
ქართულიქართული

საქართველოზე, მუნდიალზე, კვარაცხელიაზე - ვილი სანიოლის ინტერვიუ

07 აპრ, 2026 · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

არაბულ Erem News-თან ინტერვიუში საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა, საქართველოში მის გამოცდილებაზე, მსოფლიო ჩემპიონატთან დაკავშირებულ მოლოდინებზე, ბაიერნისა და რეალის დაპირისპირებაზე, კილიან მბაპეს მიმართ გამოთქმულ კრიტიკასა და ხვიჩა კვარაცხელიას მომავალზე ისაუბრა.


დასაწყისისთვის, როგორ შეაფასებდით თქვენს მიმდინარე გამოცდილებას საქართველოს ეროვნულ ნაკრებთან?


ეს ხანგრძლივი პროცესი იყო. ახლა, ხუთი წლის შემდეგ, ვხედავთ, რომ პროგრესი ნამდვილად გამორჩეულია, განსაკუთრებით მაშინ, როცა გასულ წელს ევროპის ჩემპიონატზე საუკეთესო ფორმაში ვიყავით. ეს ყველასთვის საოცარი გამოცდილება იყო.


მაგრამ უპირველესად, ვფიქრობ, ეროვნული ნაკრების წარმატებულმა გამოსვლამ ბევრ ქართველ ფეხბურთელს მისცა შესაძლებლობა, უფრო ცნობილები გამხდარიყვნენ და უკეთეს კლუბებში გადასულიყვნენ.


ბოლო პერიოდში ხომ არ მიგიღიათ შემოთავაზებები, იქნება ეს კლუბებიდან თუ ნაკრებებიდან?


ფეხბურთის სამყარო მუდმივად იცვლება და, რა თქმა უნდა, ეროვნული ნაკრების კარგი შედეგების გამო რამდენიმე შეთავაზება მივიღე, მაგრამ ჯერ კიდევ მინდა ცოტა ხნით საქართველოში დავრჩე, რადგან ვფიქრობ, განვითარების კიდევ დიდი პოტენციალი არსებობს.


საუდის ლიგიდან ხომ არ მიგიღიათ სამუშაოს შეთავაზება?


დიახ, რამდენიმე შეთავაზება მივიღე, განსაკუთრებით ევროპის ჩემპიონატის შემდეგ. მაგრამ, როგორც უკვე ვთქვი, პატივისცემის ნიშნად ყველას ვესაუბრე, თუმცა კლუბებს ვუთხარი, რომ ამ ეტაპზე გადასვლისთვის მზად არ ვარ, რადგან მსურს საქართველოში კიდევ ცოტა ხნით დავრჩე.


გაქვთ სურვილი, შემდეგ მსოფლიო ჩემპიონატზე საფრანგეთის ნაკრები გაწვრთნათ?


შესაძლოა, ერთ დღეს, მაგრამ ვფიქრობ, მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ მწვრთნელი, დიდი ალბათობით, ზინედინ ზიდანი იქნება. ეს ისტორიის ნაწილია; ის ალბათ ფრანგული ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მოთამაშეა და რეალში მწვრთნელადაც შესანიშნავი საქმე გააკეთა. ვფიქრობ, საფრანგეთის ნაკრებს სწორედ ასეთი ადამიანი სჭირდება. ის ფეხბურთის ისტორიის ნაწილია და კიდევ უნდა დაწეროს ისტორია, როგორც მწვრთნელმა.


ვისაუბროთ მსოფლიო ჩემპიონატზე... როგორ აფასებთ საფრანგეთის შანსებს და ვინ მიგაჩნიათ ტურნირის ფავორიტად?


მგონია, რომ საფრანგეთს აქვს ყველა რესურსი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მოსაგებად, განსაკუთრებით შეტევის ხაზში დიდი რაოდენობის ტალანტიანი ფეხბურთელების გამო.


ვფიქრობ, დიდი გამოწვევა მწვრთნელ დიდიე დეშამისთვის იქნება ბალანსის პოვნა ამ უზარმაზარ შეტევით პოტენციალსა და გუნდურ დაცვას შორის.



საფრანგეთის გარდა, რომელ ნაკრებებს ხედავთ მსოფლიო ჩემპიონატის მოგების კანდიდატებად?


ჩემი აზრით, ამჟამად მსოფლიოში საუკეთესო ნაკრები ესპანეთია. მათ აქვთ უდიდესი ხარისხი და რაც მთავარია, თამაშობენ როგორც გუნდი; ყველა მოთამაშე ერთნაირად ასრულებს თავის საქმეს, რაც მათ განსაკუთრებულს ხდის. ასევე შეიძლება პორტუგალიაც ვახსენო, რადგან მათაც ჰყავთ შესანიშნავი ფეხბურთელები. ამიტომ ვფიქრობ, ტიტულისთვის ბრძოლა საფრანგეთს, ესპანეთსა და პორტუგალიას შორის გაიმართება.


ანუ, თქვენს მეგობარ კარლო ანჩელოტისთან ერთად ბრაზილიას არ დაასახელებთ?


სიმართლე რომ ვთქვა, კარლოსთან მიმუშავია და როგორც ადამიანს ძალიან ვაფასებ; ვფიქრობ, ის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია. მაგრამ შესაძლოა ბრაზილია ახლა საუკეთესო ფორმაში არ არის. მათ აღარ ჰყავთ ისეთი დონის ფეხბურთელები, როგორიც ადრე ჰყავდათ - ნეიმარი, რონალდინიო, რონალდო ნაზარიო, კაკა და ბებეტო. ამიტომ მათ ფავორიტებს შორის არ ვხედავ.



გადავიდეთ ჩემპიონთა ლიგაზე... რა პროგნოზი გაქვთ ბაიერნი vs რეალის მატჩზე?


მიუნხენში თამაშის დროს რეალს ბევრჯერ შევხვდით; ვფიქრობ, უფრო მეტი მატჩი მოვიგეთ, ვიდრე წავაგეთ. თუმცა რეალი ალბათ მსოფლიოში საუკეთესო, ან სულ მცირე ყველაზე ცნობილი კლუბია. მათ წინააღმდეგ თამაში ყოველთვის უმაღლესი დონის კონკურენციაა.


იმედი მაქვს, ამ ორ დიდ გუნდს შორის მეოთხედფინალი შესანიშნავი იქნება, მაგრამ მინდა ბაიერნმა მოიგოს.


ვინ არის რეალის ყველაზე საშიში ფეხბურთელი?


ვფიქრობ, ეს ძალიან ნათელია - კილიან მბაპე. ძალიან ვაფასებ მას, განსაკუთრებით ტრავმის შემდეგ დაბრუნების გამო და იმის გამო, როგორ დაუბრუნდა ფორმას, განსაკუთრებით საფრანგეთის ნაკრებში.


რას ფიქრობთ მის მიმართ გამოთქმულ კრიტიკაზე?


როცა სეზონი კარგად არ მიდის, კრიტიკა ყოველთვის უფრო მძაფრია. თუ გულშემატკივრები მბაპეს აკრიტიკებენ, ეს მათი უფლებაა. მაგრამ მეორე მხრივ, რეალი მასთან ერთად სხვა გუნდია, ვიდრე მის გარეშე, ამიტომ ჯობს მას მხარი დაუჭირონ, რადგან ეს გუნდს უფრო ძლიერს გახდის.


ვინ მოიგებს ჩემპიონთა ლიგას თქვენი აზრით?


ვფიქრობ, ტიტულისთვის ბრძოლა შეიძლება გაიმართოს პარი სენ-ჟერმენს, ბაიერნსა და არსენალს შორის.


რაც შეეხება კვარაცხელიას მომავალს?


ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ, მაგრამ ამჟამად ის პარი სენ-ჟერმენზეა კონცენტრირებული და ჩემპიონთა ლიგის მოგებას ცდილობს. არ ვფიქრობ, რომ პრემიერ ლიგაში გადასვლის იდეა ახლა დღის წესრიგში დგას.


რაც შეეხება რეალში გადასვლის შესახებ გავრცელებულ ხმებს, ეს მის თამაშზეა დამოკიდებული. თუ ის გააგრძელებს ბრწყინვალე თამაშს, ბუნებრივია, სხვა კლუბებიც დაინტერესდებიან, მაგრამ ამ ეტაპზე ის პარიზში ბედნიერია.

თაზო ჩარკვიანი

თაზო ჩარკვიანი

ბაიერნი
საქართველოს ეროვნული ნაკრები
მბაპე
ქართული ფეხბურთი
რეალი
საფრანგეთის ნაკრები
ვილი სანიოლი
ხვიჩა კვარაცხელია

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

მარსელო მესისა და რონალდუსთან დაპირისპირებებს იხსენებს

•ფეხბურთი

ფეხბურთი

მარსელო მესისა და რონალდუსთან დაპირისპირებებს იხსენებს
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ჯერარდი: „ლივერპული უსუსური იყო, პარიზში სრული დომინაცია ვიხილეთ“

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ჯერარდი: „ლივერპული უსუსური იყო, პარიზში სრული დომინაცია ვიხილეთ“
•ფეხბურთი

ფეხბურთი

"მეტი გოლი უნდა გაგვეტანა, ენფილდისთვის მზად ვართ" - კვარაცხელია Canal+-სთან

•ფეხბურთი

ფეხბურთი

"მეტი გოლი უნდა გაგვეტანა, ენფილდისთვის მზად ვართ" - კვარაცხელია Canal+-სთან
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალების საუკეთესო ფეხბურთელები

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალების საუკეთესო ფეხბურთელები
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

11 სთ წინ

მარსელო მესისა და რონალდუსთან დაპირისპირებებს იხსენებს

News image

11 სთ წინ

ჯერარდი: „ლივერპული უსუსური იყო, პარიზში სრული დომინაცია ვიხილეთ“

News image

2 სთ წინ

"მეტი გოლი უნდა გაგვეტანა, ენფილდისთვის მზად ვართ" - კვარაცხელია Canal+-სთან

News image

12 სთ წინ

ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალების საუკეთესო ფეხბურთელები

კომენტარები

ლინკის დაკოპირება