დეიან ჰაუსენის ტრანსფერის დახურვის შემდეგ, მადრიდის რეალმა ყურადღება ბენფიკას 22 წლის მარცხენა მცველზე, ალვარო კარერასზე გადაიტანა.
Marca-ს ინფორმაციით, ფეხბურთელის გამოსყიდვა 50 მილიონ ევროდ არის შესაძლებელი, თუმცა რეალი ამ თანხის შემცირებაზე აწარმოებს მოლაპარაკებებს.
31 დეკემბრამდე ფეხბურთელის 18 მილიონ ევროდ გამოსყიდვა მანჩესტერ იუნაიტედს შეუძლია, რაც რეალის მღელვარებას იწვევს, თუმცა კარერასმა არაერთხელ აღნიშნა, რომ ინგლისში არ სურს დაბრუნება.
თუ საბოლოოდ კარერასის ტრანსფერი არ გამოვა, კლუბი ყურადღებას სხვა მარცხენა მცველებზე გადაიტანს - პირველ ალტერნატივად ბორნმუთის მცველი მილოშ კერკეზი სახელდება, ასევე განიხილება მილანის მარცხენა მცველის, ტეო ერნანდესის ტრანსფერიც, თუმცა ფრანგი რეალის პრიორიტეტულ ვარიანტებს შორის არ მოიაზრება.