მადრიდის რეალი შტუტგარტის ცენტრალური ნახევარმცველით, ანხელო სტილერით ინტერესდება.
Marca-ს ინფორმაციით, ჩაბი ალონსომ კლუბს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის დაწყებამდე ნახევარმცველის შეძენა სთხოვა და ერთ-ერთ ვარიანტად სტილერი განიხილება.
რეალის გარდა, ფეხბურთელით არსენალი და ლივერპულიც ინტერესდებიან.
სტილერის ტრანსფერი 40 მილიონ ევროდ არის შეფასებული. გერმანიის ნაკრების ნახევარმცველი ერთ-ერთ პოდკასტზე ტონი კროოსმაც გამოარჩია.