მადრიდის რეალმა ბორნმუთის და ესპანეთის ნაკრების ცენტრალური მცველის, დინ ჰაუსენის ტრანსფერი შეათანხმა.
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, მხარეებს შორის ყველანაირი შეთანხმება მიღწეულია.
რეალი ბორნმუთს ჰაუსენის სანაცვლოდ 58 მილიონ ევროს გადაუხდის, თავად ფეხბურთელი კი კლუბთან 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.
ჰაუსენის ტრანსფერი რეალის მომავალი მთავარი მწვრთნელის, ჩაბი ალონსოს პირადი სურვილი იყო.
უახლოეს პერიოდში 20 წლის მცველი სამედიცინო შემოწმებას გაივლის, რის შემდეგაც კლუბთან კონტრაქტს ოფიციალურად გააფორმებს.