ვინისიუსი და მადრიდის რეალი ახალ კონტრაქტზე ვერ თანხმდებიან.
ესპანური El Chiringuito TV-ს ინფორმაციით, ამ ეტაპზე მხარეები ფინანსურ საკითხზე ვერ თანხმდებიან.
კლუბის პოზიცია შემდეგშია: ბრაზილიელს კილიან მბაპეზე მაღალი ხელფასი არცერთ შემთხვევაში არ ექნება.
იწერება, რომ თავად ვინისიუსს სურს, რეალში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი იყოს და წლიურად, ბონუსების ჩათვლით, კლუბისგან 30 მილიონ ევრომდე ითხოვს.
რამდენიმე წყარომ შეცდომით დაწერა, რომ მხარეები გახანგრძლივებაზე შეთანხმდნენ, თუმცა ამ ეტაპზე ეს სიმართლეს არ შეესაბამება.