ლუკა მოდრიჩი სოციალურ ქსელში მადრიდის რეალის გულშემატკივრებს დაემშვიდობა.
„რეალი 13 წლის მანძილზე ჩემი სახლი იყო. ეს არ არის დამშვიდობება, ეს არის "მალე გნახავთ". - წერს სოციალურ ქსელში ხორვატი ფეხბურთელი.
"ყოველთვის მადრიდისტა ვიქნები" - მოდრიჩის ბოლო ინტერვიუ რეალში
ახალი სეზონიდან ვეტერანი ნახევარმცველი მილანის მაისურით ითამაშებს.
მოდრიჩი რეალს 2012 წელს ტოტენჰემიდან შეუერთდა და კლუბი მის ისტორიაში ყველაზე ტიტულოვან მოთამაშედ (28 ტიტული) დატოვა.
