მადრიდის რეალი ჩაბი ალონსოს ყველანაირ კარტ-ბლანშს უთმობს.
ესპანური გამოცემა Marca-ს ინფორმაციით, კლუბის ხელმძღვანელობამ ესპანელ სპეციალისტს შეატყობინა, რომ მას შეუძლია, ნებისმიერი ფეხბურთელი დატოვოს სკამზე, ან სულაც განაცხადს მიღმა.
კლუბი ალონსოს სრულ თავისუფლებას აძლევს და მის საქმიანობაში არანაირად არ ჩაერევა - არცერთ ფეხბურთელს, მათ შორის არც ყველაზე დიდ ვარსკვლავს, სასტარტოში ადგილი გარანტირებული არ ექნება, თუ ის მწვრთნელის მითითებებს არ შეასრულებს.
ნებისმიერ მოთამაშეს, რომელიც მოედანზე ჩაბის მოთხოვნებს არ დაემორჩილება, სასტარტოში ადგილის დამკვიდრება ძალიან გაუჭირდება.
თავის მხრივ, ჩაბი გამონაკლისის დაშვებას არავისთვის არ აპირებს და ყველასთან ერნაირი მოთხოვნები ექნება, განურჩევლად ფეხბურთელის სტატუსისა.