მადრიდის რეალმა ბოლო საათებში 19 წლის სერხიო მარტინესის ტრანსფერზე მუშაობა დააჩქარა.
The Athletic-ის ცნობით, მიუხედავად ოპტიმიზმისა, გარიგება ჯერ დასრულებული არ არის და სანტანდერის რასინგის ფეხბურთელით სხვა კლუბებიც ინტერესდებიან.
ძირითადი გეგმის მიხედვით, მარტინესი თავდაპირველად კასტილიაში ითამაშებს, თუმცა რეალი ასევე განიხილავს ფეხბურთელის რასინგში იჯარით დატოვებას, თუ იქ რეგულარული სათამაშო დრო ექნება.
შესაძლოა, რეალის რამდენიმე ახალგაზრდა მოთამაშეც გადავიდეს რასინგში, ეს საკითხი მხარეებმა მიმდინარე ზაფხულს უკვე განიხილეს.
რეალი 19 წლის კანტაბრიელი ნახევარმცველის კონტრაქტში გათვალისწინებული 3 მილიონი ევროს გამოსასყიდი პუნქტის გააქტიურებას განიხილავს.
სერხიო მარტინესმა ლა ლიგის პირველ ტურში ვილიარეალთან ბრწყინვალე გოლით გამოიჩინა თავი.