გასული 2025-2026 წლების სეზონი მანჩესტერ იუნაიტედისთვის საკმაოდ წარმატებული გამოდგა. გუნდმა მესამე ადგილი დაიკავა და ორწლიანი პაუზის შემდეგ ჩემპიონთა ლიგის საგზური გაინაღდა.
თოქსპორტთან საუბრისას უეინ რუნიმ აღნიშნა:
ბოლო წლებში მანჩესტერ იუნაიტედის ფანებისთვის სიხარულის მიზეზის პოვნა ძალიან რთული იყო. მაგრამ მას შემდეგ, რაც მაიკლი მოვიდა, გულშემატკივრებში იმედი და რწმენა დაბრუნდა. მესამე ადგილზე გასვლა კარგი შედეგია, ახალწვეულებმაც თავი კარგად წარმოაჩინეს.
ახლა გუნდი ჩემპიონთა ლიგაზეა და იმედია, ისეთ ფეხბურთელებს დაიმატებენ, რომლებიც შემდეგი ნაბიჯის გადადგმაში დაეხმარებიან. პროგრესი აშკარაა და იმედია, კარგი მწვრთნელის ყოლის ბენეფიტებს კიდევ უფრო მეტად ვნახავთ.
რუნიმ დაამატა, რომ გასულ კვირას თავად კარიკსაც ესაუბრა. კერიკის მოლოდინზე, რომ ყველა ტურნირზე გამარჯვებისთვის უნდა იბრძოლონ, რუნიმ აღნიშნა რომ რეალისტებიც უნდა იყვნენ. მისი თქმით, თუ იუნაიტედი მომავალ სეზონშიც ოთხეულში შევა, ჩემპიონთა ლიგაზე კარგად ითამაშებს და ასოციაციის თასს მოიგებს, ესეც უკვე წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება.
რუნი:
ყველას გვინდა ლიგის მოგება, მაგრამ რამდენად რეალურია, რომ მათ მომავალ სეზონში პრემიერ ლიგა ან ჩემპიონთა ლიგა მოიგონ? ეს ძალიან რთული იქნება, მთავარია გუნდმა განვითარება გააგრძელოს.
შეგახსენებთ, რომ 2026 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა ორშაბათს, 15 ივნისს იხსნება.