მადრიდის რეალი დღეს ლევანტესთან გულშემატკივრებისგან გუნდის მიმართ ცუდ რეაქციას ელოდება.
მას შემდეგ, რაც გუნდმა ბოლო საშინაო მატჩი ჩაატარა, რეალმა მოასწრო და სუპერთასის ფინალი წააგო, თასიდან გამოვარდა და მწვრთნელიც კი შეიცვალა.
დღეს, თბილისის დროით 17:00 საათზე რეალი სანტიაგო ბერნაბეუზე ლევანტეს უმასპინძლებს და თუ გამოცემა Cadena SER-ს დავუჯერებთ, რეალმა ქომაგებს ულტიმატუმი წაუყენა:
„რეალმა კლუბის ფან-კლუბს „გრადა დე ანიმასიონს" აცნობა, რომ დღევანდელი მატჩის დასრულების შემდეგ სანტიაგო ბერნაბეუს უსაფრთხოების კამერების ჩანაწერებს გადაამოწმებს და ყველა ის გულშემატკივარი, რომელიც კამერაზე გუნდის სტვენისას დაფიქსირდება, ფან-კლუბიდან გაძევებული იქნება.
კლუბის პოზიცია ასეთია: „ვინც სტვენას აპირებს, ეს სტადიონის გარეთ გააკეთოს“, — წერს Cadena SER.