რიჩარდ კიზმა დონალდ ტრამპს ორსიტყვიანი მეტსახელი შეარქვა და მსოფლიო ჩემპიონატს ბოიკოტი გამოუცხადა.
ცნობილმა ბრიტანელმა ტელეწამყვანმა, რიჩარდ კიზმა, 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატისა და აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის შესახებ მკვეთრი განცხადება გააკეთა. ტურნირი, რომელსაც აშშ, კანადა და მექსიკა მასპინძლობენ, ჯერ არ დაწყებულა, თუმცა უკვე ისტორიაში ყველაზე სკანდალურად მიიჩნევა.
ვითარებას რამდენიმე ფაქტორი ამწვავებს: აშშ-ის კონფლიქტი ირანთან და ტრამპის მცდელობა გრენლანდიის შეძენასთან დაკავშირებით, რის გამოც ევროპული ქვეყნების ნაწილი ბოიკოტსაც კი განიხილავდა. გარდა ამისა, სერიოზულ უკმაყოფილებას იწვევს ბილეთების კატასტროფული ფასები – ფინალის ზოგიერთი ბილეთის ღირებულება 1.7 მილიონ ფუნტ სტერლინგს აღწევს.
მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის ბილეთი 1.7 მილიონ ფუნტად
თავის ყოველკვირეულ ბლოგში კიზმა პრეზიდენტს „ფორთოხლისფერი ბავშვი“ (orange baby) უწოდა და აღნიშნა, რომ ტურნირს არ დაესწრება:
„ფიფა ბილეთებს ვერ ყიდის – არა მხოლოდ მგზავრობის ხარჯების გამო, არამედ იმიტომაც, რომ ხალხს არ სურს ამერიკაში სტუმრობა, სანამ ის „ფორთოხლისფერი ბავშვი“ თეთრ სახლშია. მე ერთ-ერთი მათგანი ვარ. იქ არ ვიქნები“.
69 წლის ტელეწამყვანი, რომელიც წლების განმავლობაში ყატარში, BEIN SPORTS-ში მუშაობდა, იძულებული გახდა ბრიტანეთში იმაზე ადრე დაბრუნებულიყო, ვიდრე გეგმავდა. მიზეზი აშშ-ის მიერ ირანზე განხორციელებული სარაკეტო თავდასხმებია, რამაც ახლო აღმოსავლეთში ვითარება უკიდურესად დაძაბა. კიზმა ტრამპს სოციალურ ქსელში „იდიოტიც“ უწოდა მას შემდეგ, რაც ყატარზე თავდასხმების გამო ეთერის გაუქმება მოუხდა.