MMA-ის ესპანელმა ჟურნალისტმა ალვარო კოლმენერომ ილია თოფურიას დაბრუნების სავარაუდო თარიღზე ინფორმაცია გაავრცელა.
,,ილია თოფურიას ფიზიკური მომზადების მწვრთნელს, ხესუს გალიოს ვესაუბრე. მან მითხრა, რომ ილია მაიამიში ვარჯიშს ეტაპობრივად უბრუნდება და „2027 წლის თებერვლიდან ბრძოლისთვის მზად იქნება“.
ინტერვიუ მალე ABC-სა და KOlmenero-ზე გამოქვეყნდება.
მისი დაბრუნებისთვის კვლავ ორი ვარიანტი განიხილება - ჯასტინ გეიჯი ან პედი პიმბლეტი, თუმცა თოფურიას მენეჯმენტი გეიჯისთან რევანშის გამართვას უფრო მეტად ეცდება.
ჩემი აზრით, მისი დაბრუნებისთვის ორი ძალიან საინტერესო სცენარი იქნებოდა - მარტში ლას ვეგასი ან აპრილში მაიამი." - წერს კოლმენერო სოციალურ ქსელში.
როდის და ვისთან იბრძოლებს ალექსანდრე თოფურია?