გიორგი ჩაკვეტაძე დღეს ფეხზე ფიქსატორს მოიხსნის და მინდორზე სირბილს დაიწყებს.
Geo Team-ის ინფორმაციით, გიორგი ჩაკვეტაძე მოედანს, სავარაუდოდ, აგვისტოს ბოლოს დაუბრუნდება.
იყო პოზიტიური ვარაუდი, რომ ქართველი ნახევარმცველი სერია A-ს სტარტს მზადყოფნაში შეხვდებოდა, თუმცა უდინეზეს სამედიცინო სტაფმა ნაადრევად ვარჯიშის განახლებაზე ნებართვა არ გასცა.
შეგახსენებთ, გიორგი ჩაკვეტაძემ ტერფის ძვლის მოტეხილობა ივნისის სანაკრებო მატჩში, რუმინეთის წინააღმდეგ მიიღო.
გიორგი ჩაკვეტაძე უდინეზეში უოტფორდიდან გადავიდა, სადაც მისი თანაგუნდელი კვლავ იქნება კიდევ ერთი ქართველი, საბა გოგლიჩიძე.