იბერია 1999-ის სავარაუდო მეტოქეები ევროთასების შემდეგ ეტაპზე ცნობილია.
ევროპა ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპზე, ლარნესთან გამარჯვების შემთხვევაში, ქართულ გუნდს შემდეგ ეტაპზე ამ წყვილებს შორის ერთ-ერთი გამარჯვებული შეხვდება:
იაგელონია (პოლონეთი) vs რეინჯერსი (შოტლანდია)
პაოკი (საბერძნეთი) vs ანდერლეხტი (ბელგია)
პაფოსი (კვიპროსი) vs ზალცბურგი (ავსტრია)
შამროკი (ირლანდია) vs ეგნატია (ალბანეთი)
ლარნესთან დამარცხების შემთხვევაში, კონფერენს ლიგის პლეიოფში იბერიას სავარაუდო მეტოქე ამ გუნდებს შორისაა:
ლინკოლნი (გიბრალტარი) vs ომონია (კვიპროსი) - დამარცხებული
რიგა (ლატვია) vs დიორი (უნგრეთი) - გამარჯვებული
ტრე ფიორი (სან მარინო) vs დრიტა (კოსოვო) - გამარჯვებული
ევროპა ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩს ჩრდილო ირლანდიური ლარნეს წინააღმდეგ იბერია სტუმრად 4 აგვისტოს გამართავს, საპასუხო შეხვედრა კი 11 აგვისტოს თბილისში გაიმართება.