ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეიოფის წილისყრის შედეგად იბერია 1999-ის სავარაუდო მეტოქე გაირკვა.
მომდევნო ეტაპზე გასვლის შემთხვევაში ქართული გუნდის მეტოქე პოლონურ იაგელონიასა და შოტლანდიურ რეინჯერსს შორის გამარჯვებული იქნება.
ლარნესთან მარცხისა და კონფერენს ლიგაზე გადართვის შემთხვევაში კი პლეი-ოფში იბერია 1999 გიბრალტარულ ლინკოლნსა და კვიპროსულ ომონიას წყვილში დამარცხებულს შეხვდება.
ევროპა ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩს ჩრდილო ირლანდიური ლარნეს წინააღმდეგ იბერია სტუმრად 4 აგვისტოს გამართავს, საპასუხო შეხვედრა კი 11 აგვისტოს თბილისში გაიმართება.
იბერია 1999-ს მნიშვნელოვანი მატჩის წინ პრობლემა შეექმნა