იბერია 1999 ჩრდილოეთ ირლანდიაში ჯერ კიდევ არ გაფრენილა.
ქართული სპორტის ქომაგების ინფორმაციით, გუნდის ფეხბურთელებს და კლუბის წარმომადგენლებს სავიზო პრობლემები შეექმნათ და ბრიტანეთის ვიზა ჯერ კიდევ არ მიუღიათ.
საქართველოს მოქმედი ჩემპიონი ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრას ლარნეს წინააღმდეგ გამართავს, რომელიც 4 აგვისტოს, საქართველოს დროით 23:00 საათზე უნდა დაიწყოს.
ჩრდილოეთ ირლანდიამდე პირდაპირი ფრენის დრო კი დაახლოებით 6 საათია.
წილისყრა შედგა - ვის შეხვდება იბერია 1999 შემდეგ ეტაპზე?