ექსელსიორისთვის მიმდინარე სეზონი განსაკუთრებულია, რადგან ერედივიზიეს ზედიზედ 4 გასვლითი მატჩი მოიგო, რაც კლუბის ისტორიაში პირველად მოხდა.
ამჯერად გუნდმა სტუმრად ვიტესი 0:3 დაამარცხა, სადაც პირველი გოლისას საგოლე პასი ირაკლი ეგოიანმა შეასრულა, ხოლო მესამე გოლი თავად გაიტანა. სამივე სტატისტიკური ვებგვერდის ვერსიით იგი საუკეთესო იყო - Sofascore-მა 9,6 დაუწერა, Flashcore-მა 9,1, ხოლო Whoscored-მა 9,07.
ამ მატჩის შემდეგ ნიდერლანდურმა Voetbalzone-მა სტატია შემდეგი სათაურით გამოაქვეყნა: „ექსელსიორი ბრწყინვალე ირაკლი ეგოიანის წყალობით სუსტ ვიტეს II-თან დამსახურებულ გამარჯვებას აღწევს“.
22 წლის ეგოიანმა მიმდინარე სეზონში ერედივიზიეს ოთხ მატჩში 5 საგოლე მოქმედება დააგროვა - 2 გოლი გაიტანა (პირველ ტურში კამბურთან და ვიტესთან) და 3 საგოლე პასი ჩაიწერა აქტივში (კამბურთან, პსვ-სთან და ვიტესთან).
ექსელსიორი 2024 წლის ზაფხულიდან რუბენ დენ უილის ხელმძღვანელობით ასპარეზობს. 35 წლის სპეციალისტის ხელმძღვანელობით გუნდი ჯერ რანგით მეორე ლიგიდან უმაღლესში ამოვიდა, გასულ სეზონში ელიტაში ადგილი შეინარჩუნა და მიმდინარე სეზონი სენსაციურად დაიწყო.