პორტუგალიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ჟორჟე ჟეზუშმა კრიშტიანუ რონალდუს სკანდალურ განცხადებას მოკლედ უპასუხა.
შეგახსენებთ, რომ 41 წლის ვარსკვლავმა ნაკრების ბანაკი მას შემდეგ დატოვა, რაც 27 სექტემბერს ნორვეგიასთან გამართულ ერთა ლიგის მატჩში ჟეზუშმა ის მოედანზე გასახურებლად გაიყვანა, თუმცა თამაშში მაინც არ ჩართო.
რონალდუ ნაკრებიდან არ მიდის? პორტუგალიელის საგანგებო განცხადება
რონალდუმ მწვრთნელი პირობის ორჯერ დარღვევაში დაადანაშაულა და გაასაჯაროა თეზისები, რომლებიც ჟეზუშს პრესკონფერენციაზე უნდა ეთქვა - მათ შორის ფრაზა: „შეცდომა დავუშვი, როდესაც პელესა და მარადონას დონის მოთამაშე გასახურებლად გავაგზავნე და მოედანზე არ შევიყვანე.“
რონალდუმ საჯაროდ გამოაქვეყნა ციტატები, რაც ჟორჟე ჟეზუშს პრესკონფერენციაზე უნდა ეთქვა
სამშაბათს ჟორჟე ჟეზუში ლეირიაში იმყოფებოდა, სადაც პორტუგალიის 21-წლამდელთა ნაკრებისა და ჩეხეთის მატჩს (2:0) ადევნებდა თვალს.
A Bola-ს ცნობით, მწვრთნელმა აღიარა, რომ კაპიტნის განცხადების გამოქვეყნების შესახებ იცოდა, თუმცა მისი დეტალურად გაცნობა ჯერ არ მოუსწრია:
ლეირიაში ვიყავი და ახალგაზრდული ნაკრების თამაშს ვუყურებდი. ახლა ვაპირებ ამ განცხადების წაკითხვას, ჯერჯერობით სათქმელი არაფერი მაქვს