UFC Vegas 109-ის მთავარ ბრძოლაში რომან დოლიძე ენტონი ერნანდესს დაუპირისპირდა.
ხუთრაუნდიანი ბრძოლა ნაადრევად დასრულდა და დაპირისპირებაში ერნანდესმა იმარჯვა.
ქართველმა მებრძოლმა შეხვედრა მეოთხე რაუნდში მახრჩობელათი დათმო. დოლიძემ ფინიშით ბრძოლა კარიერაში პირველად წააგო.
ენტონი "Fluffy" ერნანდესმა ოქტაგონზე ზედიზედ მე-8 გამარჯვება მოიპოვა, რომანისთვის კი სამმოგებიანი სერია შეწყდა.
31 წლის ამერიკელზე გრძელი მოგებათა სერია UFC-ის საშუალო წონაში მხოლოდ ჩემპიონ დრიკუს დუ პლესის აქვს (9).
UFC-მ ერნანდესს გამორჩეული პერფორმანსისთვის Performance of the night ბონუსიც გადასცა.