VIDEO: ბოლო წუთებზე მოიგეს - ჩაკვეს უოტფორდი პლეი-ოფის ზონაში შევიდა
2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
გიორგი ჩაკვეტაძის უოტფორდმა, ინგლისის ჩემპიონშიფის 24-ე ტურში, ერთ-ერთ აუტსაიდერ ნორვიჩს სტუმრად მოუგო - 1:0.
3 ქულის მომტანი გოლი ცვლილებაზე შესულმა 20 წლის პორტუგალიელმა ფორვარდმა, ვივალდუ სემედუმ 90-ე წუთზე შეაგდო.
ჩაკვეტაძე კვლავ ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა - ბურთს 46-ჯერ შეეხო, კარისკენ ერთხელ დაარტყა, 29-დან 26 პასი ზუსტად გააკეთა, 1 წარუმატებელი ჩაწოდება ჰქონდა, 6-დან 3 ორთაბრძოლა მოიგო, 2-დან 1 წარმატებული ვარდნა შეასრულა და მის წინააღმდეგ ერთხელ დაჯარიმდნენ.
26 წლის ქართველმა, თითქმის 8-თვიანი ტრავმიდან დაბრუნების შემდეგ, ზედიზედ მე-8 შეხვედრა ჩაატარა (ჯამში 432 წუთი) - ჯერჯერობით საგოლე მოქმედება არ აქვს.
ჩაკვეს გუნდმა ზედიზედ მე-3 თამაში მოიგო და ზედიზედ მე-6 დაუმარცხებელი მატჩი ჩაატარა - ბოლო 12 შეხვედრაში 1 წაგება აქვს (6 მოგება, 5 ფრე).
უოტფორდმა 38 ქულა მოაგროვა, პრესტონსა და ქპრ-ს გადაასწრო და საპლეიოფო ზონაში შევიდა - მე-6 ადგილზეა და მეორეადგილოსან მიდლსბროს 5 ქულით ჩამორჩება.
უოტფორდელები მომდევნო ტურში, 1-ელი იანვრის 19:00 საათზე, მე-15 ადგილოსან ბირმინგემ სიტის (31 ქულა) უმასპინძლებენ.