რომან დოლიძის მომდევნო მეტოქე და ბრძოლის თარიღი გაირკვა.
ქართველის ბრძოლა 22 აგვისტოს, UFC Sacramento-ზე გაიმართება, ამ მიმართულებით აქტიური მუშაობა მიმდინარეობს.
რომან დოლიძის მეტოქე ნიდერლანდელი რეინიერ დე რიდერი იქნება.
საშუალო წონის მებრძოლები ერთი დივიზიონით მაღლა ავლენ და ბრძოლა 93 კგ-მდე წონით კატეგორიაში, ქვემძიმე დივიზიონში (Light Heavyweight) ჩატარდება.
37 წლის რომან დოლიძეს MMA კარიერა 15 მოგებასა და 5 წაგებას ითვლის. ბოლო 2 ბრძოლა მან ენტონი ერნანდესთან და კრისტიან ლეროი დანკანთან დათმო, ახლა კი წაგებათა სერიის დასრულებას შეეცდება.
რაც შეეხება მის მეტოქეს, 35 წლის დე რიდერს MMA კარიერაში 21 მოგება და 4 წაგება აქვს. დოლიძის მსგავსად ბოლო 2 ბრძოლა მასაც წაგებული აქვს, ბრენდან ალენთან და კაიო ბორალიოსთან.