-
Aa
+
ფონტის ზომა
საქმე ეხება 9 სეზონის განმავლობაში, 2009 წლიდან 2018 წლამდე პერიოდში ჩადენილ დარღვევებს.
გადაწყვეტილება გასაჩივრებას ექვემდებარება, ხოლო მანჩესტერ სიტი ბრალდებებს უარყოფს და დანაშაულს არ აღიარებს.
ფიქტიური კონტრაქტები და ხელოვნური შემოსავლები - პრემიერ ლიგის განცხადება სიტიზე
ქვემოთ წარმოდგენილია ის მნიშვნელოვანი ტრანსფერები, რომლებიც მანჩესტერულმა კლუბმა აღნიშნულ სეზონებში განახორციელა. ამ პერიოდში სიტიმ ახალი ფეხბურთელების შესაძენად 1,2 მილიარდ ფუნტზე მეტი (1,6 მილიარდი დოლარი) დახარჯა.
მასშტაბურმა ინვესტიციებმა კლუბის განვითარება მნიშვნელოვნად დააჩქარა. აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ 1998/99 წლების სეზონში მანჩესტერ სიტი ინგლისის მე-3 დივიზიონში ასპარეზობდა, თუმცა მოგვიანებით 35-წლიანი უტიტულო პერიოდი დაასრულა და ინგლისური ფეხბურთის ერთ-ერთ წამყვან ძალად იქცა.
2009/10
კარლოს ტევესი – 41 მილიონი ფუნტი (მანჩესტერ იუნაიტედიდან)
ემანუელ ადებაიორი – 24,9 მილიონი ფუნტი (არსენალიდან)
ჯოლეონ ლესკოტი – 23,6 მილიონი ფუნტი (ევერტონიდან)
კოლო ტურე – 16,1 მილიონი ფუნტი (არსენალიდან)
გარეთ ბერი – 11,9 მილიონი ფუნტი (ასტონ ვილადან)
2010/11
ედინ ჯეკო – 31,3 მილიონი ფუნტი (ვოლფსბურგიდან)
იაია ტურე – 24,9 მილიონი ფუნტი (ბარსელონადან)
მარიო ბალოტელი – 24,5 მილიონი ფუნტი (ინტერიდან)
დავიდ სილვა – 23,8 მილიონი ფუნტი (ვალენსიადან)
ალექსანდარ კოლაროვი – 19,8 მილიონი ფუნტი (ლაციოდან)
ჯეიმს მილნერი – 18,2 მილიონი ფუნტი (ასტონ ვილადან)
2011/12
სერხიო აგუერო – 35,3 მილიონი ფუნტი (ატლეტიკოდან)
სამირ ნასრი – 24,3 მილიონი ფუნტი (არსენალიდან)
გაელ კლიში – 6,8 მილიონი ფუნტი (არსენალიდან)
2012/13
ხავი გარსია – 16 მილიონი ფუნტი (ბენფიკადან)
მატია ნასტასიჩი – 12,1 მილიონი ფუნტი (ფიორენტინადან)
ჯეკ როდუელი – 11,9 მილიონი ფუნტი (ევერტონიდან)
სკოტ სინკლერი – 6,2 მილიონი ფუნტი (სუონსიდან)
2013/14
ფერნანდინიო – 34,3 მილიონი ფუნტი (შახტარიდან)
სტევან იოვეტიჩი – 22,3 მილიონი ფუნტი (ფიორენტინადან)
ალვარო ნეგრედო – 21,4 მილიონი ფუნტი (სევილიადან)
ხესუს ნავასი – 17,1 მილიონი ფუნტი (სევილიადან)
2014/15
ელიაკიმ მანგალა – 35,9 მილიონი ფუნტი (პორტუდან)
ვილფრიდ ბონი – 24,8 მილიონი ფუნტი (სუონსიდან)
ფერნანდო – 12 მილიონი ფუნტი (პორტუდან)
ბაკარი სანია – თავისუფალი აგენტი (არსენალიდან)
ფრენკ ლამპარდი – თავისუფალი აგენტი (ჩელსიდან)
2015/16
კევინ დე ბრუინი – 54,3 მილიონი ფუნტი (ვოლფსბურგიდან)
რაჰიმ სტერლინგი – 45,5 მილიონი ფუნტი (ლივერპულიდან)
ნიკოლას ოტამენდი – 31,8 მილიონი ფუნტი (ვალენსიადან)
ფაბიან დელფი – 8,2 მილიონი ფუნტი (ასტონ ვილადან)
2016/17
ჯონ სტოუნსი – 46,1 მილიონი ფუნტი (ევერტონიდან)
ლეროი სანე – 43,1 მილიონი ფუნტი (შალკედან)
გაბრიელ ჟეზუსი – 27,6 მილიონი ფუნტი (პალმეირასიდან)
ილქაი გიუნდოგანი – 22,4 მილიონი ფუნტი (დორტმუნდიდან)
კლაუდიო ბრავო – 14,9 მილიონი ფუნტი (ბარსელონადან)
ალექსანდრ ზინჩენკო – 1,9 მილიონი ფუნტი (უფადან)
2017/18
აიმერიკ ლაპორტი – 57,4 მილიონი ფუნტი (ბილბაოდან)
ბენჟამენ მენდი – 51,3 მილიონი ფუნტი (მონაკოდან)
კაილ უოკერი – 47 მილიონი ფუნტი (ტოტენჰემიდან)
ბერნარდუ სილვა – 44,6 მილიონი ფუნტი (მონაკოდან)
ედერსონი – 35,7 მილიონი ფუნტი (ბენფიკადან)

თაზო ჩარკვიანი
კომენტარები