კრიშტიანუ რონალდუ საუდის არაბეთის ჩემპიონატის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზის პრეტენდენტთა შორის მოხვდა.
ალ-ნასრის 41 წლის ფორვარდი ერთ-ერთი გახდა იმ ხუთი ფეხბურთელიდან, რომლებიც ხმის მიცემის სიაში შეიყვანეს.
- ასევე, 2025/26 წლების სეზონის საუკეთესოს წოდებაზე პრეტენზიას აცხადებენ: ჟოაუ ფელიქსი (ალ ნასრი), რუბენ ნევეში (ალ ჰილალი), აივან ტოუნი (ალ აჰლი) და ხულიან ანდრეს კინიონესი (ალ ქადისია).
საუდის არაბეთის ჩემპიონატში ერთი ტური დარჩა ჩასატარებელი - თუ ალ ნასრი თავის მატჩს მოიგებს, ჩემპიონიც გახდება.
წინააღმდეგ შემთხვევაში, ტიტულის ბედი ალ ჰილალის ხელში გადავა.