ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon

  • ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

სპორტის გურუ

ქვიზები

მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

სიახლეები

რონალდუს კიდევ ერთი წაგებული ფინალი და კონტრასტი მესისთან
ფეხბურთიფეხბურთი

რონალდუს კიდევ ერთი წაგებული ფინალი და კონტრასტი მესისთან

18 მაი, 2026 · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

კრიშტიანუ რონალდუს მორიგმა მარცხმა ალ ნასრის შემადგენლობაში, პორტუგალიელი ვარსკვლავის საუდის არაბულ კარიერასა და ლიონელ მესისთან მის მარადიულ შედარებაზე დისკუსია ხელახლა გაააქტიურა.


16 მაისს, ალ ნასრი აზიის ჩემპიონთა ლიგის (AFC Champions League 2) ფინალში იაპონურ გამბა ოსაკასთან 0:1 დამარცხდა, რაც რონალდუსთვის უმძიმესი დარტყმა აღმოჩნდა.

Sports Illustrated-ის მონაცემებით, მას შემდეგ, რაც რონალდუ 2023 წლის იანვარში საუდის არაბეთში გადავიდა, მან გუნდთან ერთად 14 სხვადასხვა ტურნირში მიიღო მონაწილეობა და ჯერჯერობით ვერცერთი ოფიციალური ტიტულის მოგება ვერ შეძლო. ეს ფაქტი განსაკუთრებულ ფრუსტრაციას იწვევს მებრძოლი ხასიათის მქონე ფეხბურთელში, რომლის მთელი კარიერაც გადამწყვეტ მომენტებსა და თასების მოგებაზე იყო აგებული.

ეს წარუმატებელი სერია კიდევ უფრო თვალსაჩინოს ხდის კონტრასტს ლიონელ მესისთან. არგენტინელმა ინტერ მაიამიში გადასვლისთანავე შეძლო გუნდური ჯილდოების მოპოვება, მათ შორის 2023 წლის Leagues Cup-ი და 2024 წლის Supporters’ Shield-ი, მაშინ როცა კრიშტიანუ კვლავ პირველი ოფიციალური ტიტულის მოლოდინშია.

კარიერის განმავლობაში რონალდუმ საკლუბო და სანაკრებო დონეზე 42 ფინალი ითამაშა, საიდანაც 27 მოიგო და 15 წააგო. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ალ ნასრში მან უკვე მე-4 ფინალი დათმო, ზუსტად იმდენივე, რამდენიც მადრიდის რეალში გატარებული მრავალწლიანი და ოქროს ეპოქის დროს. სხვაობა ისაა, რომ ევროპაში ფინალების წაგებას უმსხვილესი ტიტულები აბალანსებდა, საუდის არაბეთში კი გულშემატკივარი სულ უფრო ხშირად ხედავს რონალდუს იმედგაცრუებულ სახეს.

პორტუგალიელს რეაბილიტაციის შანსი სეზონის ბოლომდე კიდევ აქვს, ალ ნასრი ჩემპიონატის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე სატურნირო ცხრილის სათავეშია. თუმცა, სანამ ის პირველ ოფიციალურ თასს არ ასწევს, საფეხბურთო სამყაროში მთავარი კითხვა კვლავ აქტუალური იქნება: საბოლოოდ გაქრა თუ არა კრიშტიანუს გამარჯვებულის აურა?

თამარ თაბუკაშვილი

თამარ თაბუკაშვილი

კრიშტიანუ რონალდუ
მესი
რონალდუ

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

News image

06 ივნ, 2026

მატჩი, რომელიც მბაპემ სამუდამოდ დაივიწყა

News image

07 ივნ, 2026

„არიან ფეხბურთელები, რომლებსაც ღმერთის ჯადოსნური ჯოხი შეეხო..“

News image

07 ივნ, 2026

უნდა იყოს თუ არა რონალდუ ძირითადში?

News image

5 სთ წინ

როსარიოდან მაიამიმდე: სახლი, რომელიც მესიმ იპოვა

კომენტარები

ლინკის დაკოპირება

მატჩი, რომელიც მბაპემ სამუდამოდ დაივიწყა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

მატჩი, რომელიც მბაპემ სამუდამოდ დაივიწყა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

„არიან ფეხბურთელები, რომლებსაც ღმერთის ჯადოსნური ჯოხი შეეხო..“

•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

„არიან ფეხბურთელები, რომლებსაც ღმერთის ჯადოსნური ჯოხი შეეხო..“
•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

უნდა იყოს თუ არა რონალდუ ძირითადში?

•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

უნდა იყოს თუ არა რონალდუ ძირითადში?
•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

როსარიოდან მაიამიმდე: სახლი, რომელიც მესიმ იპოვა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

როსარიოდან მაიამიმდე: სახლი, რომელიც მესიმ იპოვა
•ფეხბურთი

ფეხბურთი