ლიონელ მესიმ ინტერ მაიამის შემადგენლობაში მორიგი ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა და პორტლენდ ტიმბერსთან შეხვედრის პირველივე ტაიმში მეტოქეს ნამდვილი საფეხბურთო გაკვეთილი ჩაუტარა.
38 წლის არგენტინელმა მაესტრომ, რომელიც ჩრდილოეთ ამერიკაში გასამართი მსოფლიო ჩემპიონატის წინ შესანიშნავ ფორმაში შედის, პირველ ტაიმში გოლითა და საგოლე გადაცემით გამოიჩინა თავი.
ინტერ მაიამი საკუთარ ნიუ სტადიუმზე პირველი გამარჯვების მოპოვებას ცდილობდა და მესის დამსახურებით პირველი ტაიმის შემდეგ სოლიდური უპირატესობა მიიღო.
ანგარიშის გახსნის შემდეგ, ლეომ ძველი დრო გაიხსენა, წარმოუდგენელი ეფექტური დრიბლინგით პორტლენდის მთელი დაცვა აურია და ხერმან ბერტერამეს იდეალური საგოლე პასი გაუკეთა.
მატჩის მიწურულს ინტერ მაიამი მეტოქეს 2-0 უგებს.