• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

სპორტის გურუ

ქვიზები

მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
"რთული, მაგრამ გარდაუვალი გადაწყვეტილება" - ხოჭოლავამ კარიერა დაასრულა
ფეხბურთიფეხბურთი
ქართულიქართული

"რთული, მაგრამ გარდაუვალი გადაწყვეტილება" - ხოჭოლავამ კარიერა დაასრულა

07 ივლ, 2024 · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

დანიური კლუბის, კოპენჰაგენის ოფიციალური გვერდის განცხადებით დავით ხოჭოლავა იძულებული გახდა პროფესიონალური საფეხბურთო კარიერა ტრავმების გამო დაასრულოს.


ქართველმა მცველმა ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში რამდენიმე ოპერაცია და რეაბილიტაციის პროცესი გადაიტანა, მაგრამ მისი ტრავმების სიმძიმე მას უმაღლეს დონეზე დაბრუნების საშუალებას აღარ აძლევს.


"რთული, მაგრამ გარდაუვალი გადაწყვეტილებაა" - ამბობს 31 წლის ხოჭოლავა.


"ნამდვილად ვცადე და უთვალავი დრო დავხარჯე, რომ დავბრუნებულიყავი, მაგრამ უნდა შევეგუო ფაქტს, რომ უკან დასაბრუნებელი გზა აღარ არის. ეს რთულია, მაგრამ ამას უნდა შევეგუო, ჯანმრთელობა პირველია."


"კოპენჰაგენში ფანტასტიკური დრო გავატარე. აქ ცხოვრების მეგობრები შევიძინე, მოედანზე დიდებული გამოცდილება მივიღე და კლუბთან, ქალაქთან და განსაკუთრებით გულშემატკივრებთან ძლიერი კავშირი გამიჩნდა."


"ეს ყველაფერი საშინლად მომენატრება, მაგრამ არასდროს დამავიწყდება მხარდაჭერა, რომელიც მე და ჩემმა ოჯახმა აქ მივიღეთ, განსაკუთრებით ყველაზე რთულ დროს, როცა უკრაინაში შეიჭრნენ, მაშინ დიდი სიყვარული და მხარდაჭერა ვიგრძენით. ამისთვის ყოველთვის მადლიერი ვიქნები." - ამბობს დავით ხოჭოლავა, რომელიც კოპენჰაგენს 2021 წლის ზაფხულში დონეცკის შახტარიდან შეუერთდა.


"ახლა ჩემს ოჯახთან ერთად უნდა ვნახო, რას მომიტანს მომავალი. ფეხბურთი და მის გარშემო ცხოვრება მომენატრება, მაგრამ ასევე მაქვს შანსი ცხოვრებაში ჩემს ოჯახთან და მეგობრებთან ერთად სხვა რაღაცები აღმოვაჩინო."


"მინდა, მადლობა გადავუხადო კოპენჰაგენს ჩემი კარიერის საუკეთესო წლებისთვის. ტრავმების მიუხედავად, ჩემი აქ გატარებული დრო ძალიან კარგი იყო როგორც ჩემთვის, ისე ჩემი ოჯახისთვის. კლუბში ყველა მხარს მიჭერდა ჩემი დაბრუნების მცდელობაში. კლუბს აუცილებლად გავყვები მომავალშიც, კოპენჰაგენი ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის სახლი გახდა.


დიდი მადლობა ყველას კლუბში: მწვრთნელებს, ფიზიოთერაპევტებს, მოთამაშეებს, მედიას და ყველას, ვინც ჩემთვის ოჯახივით იყო. და დღეიდან მე კოპენჰაგენის ამაყი გულშემატკივარი ვიქნები და სექტორი 12-ის (კოპენჰაგენის ფან-დაჯგუფება) წევრი." - განაცხადა ხოჭოლავამ.



კოპენჰაგენი ახალი სეზონის პირველ სახლის მატჩში დავით ხოჭოლავას გამოემშვიდობება, გულშემატკივრებს კი საშუალება მიეცემათ, ქართველს მადლობა გადაუხადონ.


ვიდეო: ხოჭოლავას ინტერვიუ


დავით ხოჭოლავამ საქართველოს ნაკრებში 39 მატჩი დააგროვა. მისი დებიუტი 2017 წლის იანვარში უზბეკეთის ნაკრების წინააღმდეგ შედგა, ბოლო მატჩი კი ეროვნული გუნდის მაისურით 2022 წლის სექტემბერში გიბრალტარის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარა.


მადლობა დავით ხოჭოლავას ყველაფრისთვის და წარმატებები მას ცხოვრების ახალ ეტაპზე!

თაზო ჩარკვიანი

თაზო ჩარკვიანი

საქართველო

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

მედიატური ფოთში - სამზადისი საერთაშორისო წყალსათხილამურო ტურნირებისთვის

•ქართული

ქართული

მედიატური ფოთში - სამზადისი საერთაშორისო წყალსათხილამურო ტურნირებისთვის
•ქართული

ქართული

კალათბურთის ვეტერანთა ევრო - საქართველოს ნაკრებმა მესამე ადგილი დაიკავა

•კალათბურთი

კალათბურთი

კალათბურთის ვეტერანთა ევრო - საქართველოს ნაკრებმა მესამე ადგილი დაიკავა
•კალათბურთი

კალათბურთი

"თქვენი მხარდაჭერა ძალიან გვჭირდება" - ჯინჯოლავა ფლორასთან მატჩის წინ

•ფეხბურთი

ფეხბურთი

"თქვენი მხარდაჭერა ძალიან გვჭირდება" - ჯინჯოლავა ფლორასთან მატჩის წინ
•ფეხბურთი

ფეხბურთი

რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო - საქართველო იტალიასთან დამარცხდა

•ქართული

ქართული

რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო - საქართველო იტალიასთან დამარცხდა
•ქართული

ქართული

News image

10 სთ წინ

მედიატური ფოთში - სამზადისი საერთაშორისო წყალსათხილამურო ტურნირებისთვის

News image

10 სთ წინ

კალათბურთის ვეტერანთა ევრო - საქართველოს ნაკრებმა მესამე ადგილი დაიკავა

News image

10 სთ წინ

"თქვენი მხარდაჭერა ძალიან გვჭირდება" - ჯინჯოლავა ფლორასთან მატჩის წინ

News image

10 სთ წინ

რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო - საქართველო იტალიასთან დამარცხდა

კომენტარები

ლინკის დაკოპირება