Geo Team-ის ინფორმაციით, ლა ლიგის ფინანსური წესების გამო საბა საზონოვის ხეტაფეში ტრანსფერი არ შედგება.
ხეტაფე და ტორინო შეთანხმებული იყვნენ, მზად იყო კონტრაქტი ფეხბურთელისთვის, საბამ სამედიცინო შემოწმება ტურინში გაიარა, ლა ლიგამ კი ქართველის რეგისტრაციის ნებართვა არ გასცა.
საზონოვი ხეტაფეში ერთწლიანი იჯარის წესით უნდა გადასულიყო, ესპანურ კლუბს კი სეზონის ბოლოს მისი გამოსყიდვის უფლება ექნებოდა.
ქართველი მცველი ტორინოში 2023 წელს გადავიდა, სადაც 13 მატჩი ჩაატარა, შემდეგ კი იჯარის წესით ემპოლის შეუერთდა, სადაც მძიმე ტრავმა მიიღო და მთელი სეზონი გამოტოვა.
საზონოვმა გასულ ზაფხულს ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე ითამაშა და საფრანგეთს გოლიც გაუტანა.