მადრიდის ატლეტიკომ ხულიან ალვარესის ტრანსფერთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება გამოაქვეყნა.
მადრიდის ატლეტიკოს დირექტორთა საბჭოს წევრებმა ერთხმად გამოუცხადეს სრული მხარდაჭერა კლუბის გადაწყვეტილებას, არ აწარმოოს მოლაპარაკებები ბარსელონასთან ხულიან ალვარესის ტრანსფერის თაობაზე.
დირექტორთა საბჭოს წევრები აღნიშნავენ:
,,ატლეტიკო ღიაა სატრანსფერო ბაზრისთვის დამახასიათებელი მოლაპარაკებებისთვის, თუმცა ეს ყოველთვის ეთიკური და პროფესიონალური ფორმით, ასევე კლუბებს შორის ურთიერთპატივისცემის დაცვით უნდა ხდებოდეს.
სრულად ვუჭერთ მხარს კლუბის მიერ ადრე გაჟღერებულ პოზიციას, რომ ბარსელონამ ეს მოთხოვნები არ დაიცვა და, შესაბამისად, ხულიან ალვარესის ტრანსფერთან დაკავშირებით მათთან მოლაპარაკებები არც ყოფილა და არც იქნება.
ატლეტიკო დარწმუნებულია, რომ ჩვენი ფეხბურთელი ამ გადაწყვეტილებას გაგებით მოეკიდება და მთლიანად კონცენტრირდება მუშაობაზე, რათა კლუბს საკუთარი მიზნების მიღწევაში მაქსიმალურად დაეხმაროს, როგორც ამას უკვე აკეთებდა იმ ორი სეზონის განმავლობაში, რაც ჩვენს ფერებს იცავს."
„ხულიანის საქმეში ერთადერთი მსხვერპლი ჩვენ ვართ“ - ატლეტიკოში ბრაზობენ