საქართველოს ეროვნული ლიგის 32-ე ტურში იბერია 1999 შინ გაგრას მიიღებს - მატჩი ორშაბათს, 9 ნოემბერს, 20:00-ზე მიხეილ მესხის სათადარიგო სტადიონზე გაიმართება.
ჩემპიონატის ცხრილი 32-ე ტურის წინ ასე გამოიყურება:

2026 წლის სეზონში ეს იბერიასა და გაგრას მეოთხე დაპირისპირებაა - წინა სამ წრეში იბერიამ დელფინები ორჯერ დაამარცხა, ხოლო ერთხელ დამარცხდა.
პირველი მატჩი 3 აპრილს პეტრიაშვილის არენაზე გაიმართა და იბერიელების გამარჯვებით 2:1 დასრულდა. ბაქარ ქარდავასა და გურამ გოშთელიანის გოლებს გაგრელთაგან დავით მუჯირმა უპასუხა.

მეორე წრეში გუნდები ერთმანეთს 20 მაისს, დინამო არენაზე შეხვდნენ. არწივებმა ანდრია ბართიშვილის ბრწყინვალე გოლით იმარჯვეს - ეს ახალგაზრდა ტალანტის სადებიუტო გოლი იყო ეროვნულ ჩემპიონატში.

მესამე წრეში იბერია დამარცხდა - 31 აგვისტოს, იაგელონიასთან გამართული საშინაო შეხვედრიდან სამ დღეში გაგრამ არწივებს 2:0 სძლია. გოლის ავტორები ისევ პირველი წრის მატჩის გმირები იყვნენ - იბერიადან გაგრაში გადაბარგებულმა გოშთელიანმა ამჯერად ლურჯი მაისურით გაიტანა. მეორე გოლი მუჯირს ანგარიშზე იყო.

იბერია ზედიზედ მესამე ჩემპიონობისთვის იბრძვის, ხოლო გაგრა ეროვნულ ლიგაში დასარჩენად. წითლებს ბოლო 5 მატჩში 3 მოგება, ერთი ფრე და ერთი მარცხი აქვთ.
რაც შეეხება გაგრას, ლურჯებს რვა მატჩია არ მოუგიათ - გაგრამ ბოლო მატჩი 31 აგვისტოს, სწორედ იბერიასთან მოიგო.
შეგახსენებთ, იბერია 1999-ისა და გაგრას მატჩი ორშაბათს, 9 ნოემბერს, 20:00-ზე მიხეილ მესხის სათადარიგო სტადიონზე გაიმართება, სადაც დასწრება თავისუფალი იქნება.