2026 წლის ფინალისიმა იქნება საკონტინენტთაშორისო საფეხბურთო მატჩის მეოთხე შემთხვევა, რომელიც სამხრეთ ამერიკისა და ევროპის ჩემპიონატების გამარჯვებულებს შორის ტარდება და მეორე გამოცემა, რომელიც ფინალისიმას სახელით ჩატარდება.
მატჩი ესპანეთსა და არგენტინას შორის გაიმართება. ესპანეთი ევრო 2024-ის გამარჯვებულია, ხოლო არგენტინა - 2024 წლის კოპა ამერიკის.
თამაში 2026 წლის 27 მარტს, ლუსაილის სტადიონზე, კატარში ჩატარდება. სწორედ ამ სტადიონზე გაიმართა 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი არგენტინასა და საფრანგეთს შორის.
წინა ფინალისიმა 2022 წელს უემბლიზე გაიმართა, სადაც არგენტინამ იტალია 3-0 დაამარცხა.
ფინალისიმას წინამორბედი მატჩები 1985 და 1993 წლებში ჩატარდა. 1983-ში საფრანგეთმა ურუგვაის 2-0 მოუგო, 1993-ში კი არგენტინამ დანიას პენალტების სერიაში აჯობა.
1992-2017 წლებში ფიფას კონფედერაციის თასი იმართებოდა, სადაც მონაწილეობას 6 კონტინენტის ჩემპიონები, მსოფლიო ჩემპიონი და მასპინძელი ქვეყნის გუნდები იღებდნენ.