თომას მიულერი შესაძლოა MLS-ის ცინცინატიში გადავიდეს.
Daily Mail-ის ინფორმაციით, ამერიკული კლუბი გერმანელი ფეხბურთელის შეძენის მთავარი პრეტენდენტია. როგორც ცნობილია, სეზონის ბოლოს გერმანელი ბაიერნს დატოვებს.
როგორც ირკვევა, ცინცინატის ფეხბურთელთან მოლაპარაკებებში პრიორიტეტული უფლება გააჩნია.
ცინცინატის გარდა, მიულერის მიმართ ინტერესს ლოს ანჯელესი იჩენს, რომელსაც ბაიერნთან პარტნიორობა აკავშირებს, ასევე სან დიეგო და დალასი.
მიულერით ინტერესდება რამდენიმე ევროპული და საუდის არაბეთის კლუბებიც. თავად ფეხბურთელი უახლოეს პერიოდში მიიღებს საკუთარ მომავალზე გადაწყვეტილებას. იწერება, რომ მას რამდენიმეწლიანი კონტრაქტი და ხელფასის სახით წლიურად 5-6 მილიონის მიღება სურს.