ბუკაიო საკამ თავისი ფორმით კმაყოფილება გამოთქვა.
„ყოველთვის ვეძებ გაუმჯობესების გზებს, სულ მინდა, რომ არსენალის მაისურით გოლები და ასისტები მივითვალო.
ჩემი ფეხბურთი სიამოვნებას მანიჭებს. შექმნას მომწონს და გატანაც, თუმცა ყველაზე დიდი მნიშვნელობა 3 ქულას აქვს...ყოველთვის." - აღნიშნა ინგლისელმა.
ეპლ-ს მე-13 ტურში არსენალმა ვესტ ჰემს 5:2 მოუგო, საკამ ორი ასისტი და ერთი გოლი მიითვალა, კიდევ ერთი პენალტის შესრულების უფლება კი მარტინ ოდეგორს დაუთმო.