ლივერპულთან კონტრაქტის გახანგრძლივების შემდეგ მოჰამედ სალაჰმა კლუბის ოფიციალურ არხთან კომენტარი გააკეთა.
"რა თქმა უნდა, ძალიან აღტაცებული ვარ. ახლა დიდებული გუნდი გვყავს და ყოველთვის ასე იყო. ახალი კონტრაქტი იმიტომ გავაფორმე, რომ ვფიქრობ ტიტულების მოგების შანსი გვაქვს და ფეხბურთისგან სიამოვნების მიღება მინდა.
დიდებულია, ჩემი საუკეთესო წლები აქ გავატარე, 8 წელი ვითამაშე, იმედია 10 წელი გახდება. აქ ცხოვრებით და ფეხბურთის თამაშით სიამოვნებას ვიღებ.
მინდა გულშემატკივრებს ვუთხრა, რომ ძალიან ბედნიერი ვარ აქ ყოფნით. მჯერა, რომ დიდ ტიტულებს ერთად მოვიგებთ. გვიგულშემატკივრეთ და ჩვენს მაქსიმუმს გავიღებთ." - განაცხადა ეგვიპტელმა.
ოფიციალურად: "ისტორია გრძელდება" - სალაჰი ლივერპულში რჩება
